სოფელ ზედა ეწერის გამგებელს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)
10:45 / 07.04.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის გამგებელმა სევერიანე
ბერულავამ ამავე სოფელში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობის
აუქციონზე გატანისა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ,
მოქალაქისგან ქრთამის სახით 15 000 ლარი მოითხოვა. ამის შესახებ
ინფორმაციას სუს-ის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს, რომელსაც რადიო
"ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის
აღებაში დახმარების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის
წარმომადგენელი სოფელ ზედა ეწერში სევერიანე ბერულავა და მოქალაქე
ბადრი შ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სევერიანე ბერულავამ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე ყოფილი ამბულატორიის
შენობის აუქციონზე გატანაში და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ,
ბადრი შ-ს შუამავლობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 15 000
ლარი. მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5000 ლარი მათ მოქალაქეს წინასწარ
გამოართვეს, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა
ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია
ნივთმტკიცებად.
გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე
მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დაკავებულ
პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა" , -
ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ზედა ეწერის გამგებელი სევერიანე ბერულავა და მოქალაქე
ბადრი შ. 30 მარტს დააკავეს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები