ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა
რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის
წესის შესახებ დადგენილება მიიღო. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თაზო ფაცაციას
თქმით, დაგეგმილია ზუგდიდში მცხოვრები თავშესაფრის გარეშე დარჩენილი
ადამიანების აღრიცხვა და მათთვის სტატუსის მინიჭება, რის შემდეგაც
შესაბამისი კომისია უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების
საკითხზე იმსჯელებს.
„თითეული ადამიანი, რომელსაც ქალაქის ტერიტორიაზე არ აქვს
საშუალება ნორმალურ პირობებში იცხოვროს იდენტიფიცირდება მომართვის
საფუძველზე და ადგილზე მისვლით. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ მოვიძიოთ
დონორი ორგანიზაციები, რომელთანაც გავუწევთ შუამდგომლობას, რათა
აშენდეს სოციალური სახლები, სადაც ეს ადამიანები
იცხოვრებენ“, - განაცხადა ფაცაციამ.
მისივე განმარტებით, დონორი ორგანიზაციის საშუალებით დაგეგმილია
კორპუსის მშენებლობა. სოციალური სახლების რაოდენობა კი უსახლკაროების
სულადობაზე იქნება დამოკიდებული.
ამ დროისთვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 80 ბენეფიციარს ბინის
ქირავნობის სახით უწევს დახმარება, რაც შეეხება სოციალურ სახლებს,
ასეთ საცხოვრებელში ამ დროისთვის 14 უსახლკარო ცხოვრობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები