რეგიონი
TI - თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება (ვიდეო)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შვიდი თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტში ორგანიზაციის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პოზიციის კონტრარგუმენტებია მოყვანილი.

TI-ის შეფასებით, ყველა ის საკითხი, რომელიც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია თავმოყრილი, არა მხოლოდ აღნიშნული თვითმმართველ ქალაქებისა და თემებისთვის, არამედ ქართული თვითმმართველობის სისტემის მახასიათებელია. საუბარია ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე, მწირი ფინანსური რესურსები, გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯები და სხვ.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს შეუშლი ხელს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ვალდებულია, უფრო მეტი დეცენტრალიზაცია განახორციელოს, უფრო მეტი ფინანსური რესურსი და უფლებამოსილებები გადასცეს მუნიციპალიტეტებს და გამსხვილების სანაცვლოდ ჩვენ მივიღოთ მეტი თვითმმართველი ერთეული, რათა ხელისუფლება უფრო ახლოს იყოს მოსახლეობასთან და უფრო ეფექტურად შეძლოს სხვადასხვა სახის სერვისი მიწოდება“, - განაცხადა ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

შეხვედრაზე თვითმმართველობის მოსალოდნელ რეფორმასთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსიაც გაიმართა, რომელშიც პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადეობის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ოპოზიციური პარტიის „ ევროპული საქართველოს“ წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს, მოსახლეობას აღნიშნულთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

„რაც კვლევაშია აღნიშნული, სრული სიმართლეა. სამწუხაროა, რომ მერიისა და გამგეობის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრო შეხვედრას. მათ უნდა გაეცათ პასუხი საზოგადოებისთვის. მოსახლეობის ჩართულობა სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ“, - უთხრა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ღურწკაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ წარმომადგენლის ეგნატე შამუგიას თქმით, კვლევაში სრულყოფილად არის წარმოდგენილი სხვადასხვა აქცენტი, მათ შორის, თუ, როგორ შეიძლება მოხდეს ხარჯების შემცირება, რაც შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს ხელისუფლებას. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოზიციის საჯაროდ გამოხატვის აუცილებლობას, რათა ხელისუფლებამ მოსალოდნელი რეფორმა არ განახორციელოს.

„მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის სწორი ინფრომაციის მიწოდება, იმ სიკეთეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც მოყვება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების რაოდენობის ზრდას და მათთვის შესაბამისი უფლებამოსილებისა და მის განსახორციელებლა შესაბამისი ფინანსებისა და ქონების გადმოცემას“, - აღნიშნა შამუგიამ.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განცხადება გაავრცელეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება ყოვლად დაუშვებელია. ზუგდიდში კი ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ (ვიდეო)

ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.