ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული
ს.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის
ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, "აკ 74"-ის მოდელის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. უწყებაში
აცხადებენ, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები