დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდა. სინოპტიკოსების
ცნობით, დასავლეთ საქართველოს
უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს,
მაღალმთიან რაიონებში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
ამჟამად თოვს მესტიაში, სადაც თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს აღწევს,
გუდაურში თოვლჭყაპია.
სინოპტიკოსები 23 აპრილს შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმს ელოდებიან.
დღის მეორე ნახევარში სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის შკვალური
გაძლიერება.
24 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი ქარია
მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე თბილისის გარეუბნებში
ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს. მაღალმთიან რაიონებში
თოვლი და ქარბუქს ვარაუდობენ.
24-25 აპრილს საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა
10-16 გრადუსს მიაღწევს, 26 აპრილიდან კი გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები