რეგიონი
პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა შამგონაში (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში უცნაურ მოვლენაზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის გაურკვეველი არსება ერთი თვის წინ გამოჩნდა. მოსახლეობისგან შემდგარი 50-100 კაციანი ჯგუფი სოფელს ყოველ ღამე იცავს. შამგონელების ინფორმაციით, აღნიშნული მოვლენის გამო სამართალდამცავები ხშირად პატრულირებენ.

თავდაპირველად მოვლენები მარტოხელა ქალის სახლში ვითარდებოდა. მარინა თორიას, ღამღამობით კარებზე ბრახუნის ხმა ესმოდა, თუმცა, კარების გაღების შემდეგ არავინ ხვდებოდა.

მეხუთე დღეს რომ მოვიდა, ვუთხარი, ვინ ხარ, კარს გაგიღებ-მეთქი. თან ტელეფონით მეზობლებს ველაპარაკებოდი, მოსვლას ვთხოვდი... მეზობლები მაშინვე მოვიდნენ, მაგრამ ის უკვე ადგილზე აღარ იყო. მას შემდეგ, რაც კამერა დავაყენე, ჩემს სახლში არ გამოჩენილა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ თორიამ.

ამის შემდეგ, ხმები შამგონაში რამდენიმე ოჯახში გაიგეს. გულნაზი წყაროზია ამბობს, რომ გაურკვეველი არსება, უკვე რამდენიმე ღამეა, მათ ოჯახში ჩნდება.

ყველაზე უფრო გასაკვირია, რომ ბრახუნის შემდეგ ძაღლები გაძურწულები და შეშინებულები შემოდიან და შემდეგ გარეთ საერთოდ აღარ გადიან. არსება ქალის ხმის მსგავს, შემზარავ ბგერებს გამოსცემს და ის შორ მანძილზეც ისმის“, - აღნიშნა წყაროზიამ.

სოფელში ამბობენ, რომ შებინდებისთანავე მამაკაცების ჯგუფები გროვდებიან და გათენებამდე 100-მდე კაცი სოფლის მიდამოებს და სახლებს დარაჯობს. მათივე თქმით, ისინი უცნაურ არსებას რამდენჯერმე გაედევნენ, თუმცა ის თვალს არანორმალური სისწრაფით მიეფარა.

ფაქტობრივად, ალყა გვქონდა შემორტყმული, მაგრამ არაამქვეყნიური სისწრაფით გარბოდა, თან სანთებელა ჰქონდა ანთებული. წამებში გაქრა ჩვენი თვალთახედვიდან...როგორც კი სამშვიდობოს იგრძნობს თავს, ხარხარს იწყებს “, - ამბობენ თვითმხილველები.

მამაკაცები აღნიშნულთან დაკავშირებით კამერასთან საუბარს თავს არიდებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ არსებას მაღალი, ახალგაზრდა მამაკაცის სილუეტი აქვს და ტანისამოსი აცვია, თუმცა, მისი ადამიანური ბუნების არ სჯერათ.

„არსების“ კიდევ ერთი თვითმხილველი ბელა შენგელიაც ადასტურებს, რომ მას მამაკაცის გარეგნობა აქვს.

დაახლოებით, 20-25 წლის ბიჭის აღნაგობა აქვს. შავები აცვია და ქუდი ახურავს...სახე ვერ დავინახე“, - თქვა შენგელიამ.

სოფლის მოსახლეობამ მოძღვარს სახლები, სადაც ის გამოჩნდა, აკურთხებინა. ადგილობრივები შეშინებულები არიან და ამბობენ, რომ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობენ და ღამით მორიგეობას განაგრძობენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.