სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების გადახურვა მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი
სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები
მიმდინარეობს. უკვე დასრულდა დაზიანებული სახურავების დემონტაჟი,
ამჯერად კი უშუალოდ გადახურვის სამუშაოები ხორციელდება.
23 აპრილს ძლიერმა ქარმა წალენიხის მუნიციპალიტეტში 12 მრავალბინინანი
კორპუსი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
სტიქიამ მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელქტროგადამცემი ხაზები
დააზიანა. ელექტორგადამცემი ხაზები მეორე დღეს აღდგა. ასევე გაიწმინდა
სკვერები.
მასალის გამოყენების პირობები