რეგიონი
გარდაცვლილი ცირგაიას დედა და ახლობლები დააკავეს
გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედა და ახლობლები ზუგდიდის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. ისინი სამართალდამცავებმა სამმართველოსთან გზის გადაკეტვის მცდელობითვის დააკავეს. გარდაცვლილის ახლობლის თეა წულაიას თქმით, აქციის წევრები მოზარდის გარდაცვალების მიზეზის დადგენასა და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

„შვილმკვდარი დედა დააკავეს იმის გამო, რომ შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს. სამართალდამცავები ძალიან ცუდად მოგვექცნენ“, - აღნიშნა წულაიამ.

ცირგაიას ოჯახის წევრებმა დღეს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ეზოშიც გამართეს აქცია. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს (ვიდეო)

გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედამ შიმშილობა შეწყვიტა

გარდაცვლილის დედა ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში შიმშილობს (ვიდეო) 

ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.