ზაზა ჯანაშია ბაიას საფეხბურთო ბაზაზე საფეხბურთო კლუბ
„ზუგდიდის“ წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებს
შეხვდა. კლუბის ინფორმაციით, ჯანაშია ამ
ეტაპზე თანამდებობაზე ფორმალურად არის წარდგენილი, ოფიციალურად კი
ლიგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ივნისში დაინიშნება.
თავად ზაზა ჯანაშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თანამდებობა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესთავაზეს.
„შემოთავაზება მივიღე მერიისგან, კონკრეტულად, ირაკლისგან...
ერთად ვიმუშავებთ და გამოგვივა ნელ-ნელა ყველაფერი“, -
აღნიშნა ჯანაშიამ.
მისივე განმარტებით, ზუგდიდს უნდა ჰყავდეს კარგი გუნდი, რადგან
ამისთვის შესაბამისი პოტენციალი არსებობს.
აღნიშნულ თანამდებობას ლევან გულორდავა იკავებდა.
ს.კ. "ზუგდიდი", ჯერჯერობით, ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ადგილზეა.
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები