რეგიონი
„სპარის“ მენეჯერი ზეწოლაზე საუბრობს და სასამართლოში ჩივილს აპირებს (ვიდეო)
ზუგდიდში სუპერმარკეტი „სპარი“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. სუპერმარკეტის ადგილობრივი ფილიალების ხელმძღვანელის გიორგი ნარმანიას ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ფულადი ჯარიმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოწერეს. მისივე თქმით, ეს წინასწარ იყო გამიზნული. გიორგი ნარმანია ამბობს, რომ მუყაოს ყუთები, რომელსაც სუპერმარკეტის ეზოს უკანა ნაწილშია, ყოველ საღამოს დასუფთავების მანქანას გააქვს. მისივე თქმით, ადგილზე მყოფ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს ყურადღება არ მიუქცევიათ იმ სამშენებლო ნარჩენისა და ნაგვისთვის, რომელიც, წლების განმავლობაში, აქ ყრია.

ნარმანია ჯარიმის დაკისრების ფაქტს „სპარის“ მეორე მაღაზიის გახსნასა და მიღწეულ წარმატებებს უკავშირებს.

ამ ფაქტს მე აღვიქვამ ბიზნესზე ზეწოლად. მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან „სპარი“ ასე დინამიურად და აქტიურად ვითარდება, რომელიღაც ბიზნეს-ჯგუფებს უშლის ხელს და ვიღაცები რომელიღაც თანამდებობზე ლობირებენ აღნიშნულ საკითხს და ხელოვნურად აჩერებენ ჩვენს შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ნარმანიამ.

დაწესებულება ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ბრძოლას სამართლებრივი გზით განაგრძობს. ნარმანია დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ვიდეო და სხვა მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს.

ვეცდებით, სამართლებრივად დავიცვათ თავი და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ობიექტურ და კანონიერ გადაწყვეტილებაას მიიღებს“, - აღნიშნა ნარმანიამ.

თავის მხრივ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მოგვიანებით, უწყების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ „მათ არ გააჩნიათ ვალდებულება, რომ წინასწარ გააფრთხილონ სამართალდამრღვევი“.

ქალაქ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე სუპერმარკეტების ქსელ "სპარის" მიმდებარე ტერიტორიაზე,სუპერმარკეტის თანამშრომლების მიერ, დაყრილი იყო დიდი რაოდენობით მუყაოს ყუთები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 1000 ლარის ოდენობით
”- აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, „სპარის“ ადმინისტრაციამ მას შემდეგ გამოიძახა დასუფთავების სამსახური, რაც სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ამას კატეგორიულად უარჰყოფს ნარმანია და ამბობს, რომ ტერიტორია ნარჩენებისგან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლების მოსვლიდან რამდენიმე წუთში გასუფთავდა, ოქმი კი რამდენიმე საათის შემდეგ შედგა. მისივე თქმით, ნარმანიას ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვს, რომელსაც სასამართლოში წარადგენს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.