„ნაციონალები“ თვითმმართველობის ხელმძღვანელობას ნარკოტესტის გავლისკენ მოუწოდებენ (ვიდეო)
12:36 / 03.05.2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში საკრებულოს აპარატის
უფროსის გრიგოლ მიქავას
დაკავებასთან და ამ საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ბრიფინგი
გაიმართა. ლევან თორიას თქმით, საჯარო მოხელის ნარკოტიკების
მოხმარების მუხლით დაკავებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.
მან ქალაქის მერიისა და გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებს
მოუწოდა, ხვალ მათთან ერთად გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება.
„უამრავი შეკითხვა დაგროვდა ამ მიმართულებით... აქვე
აღვნიშნავ, რომ პირები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის დროს თავს პოლიტპატიმრებად ასაღებდნენ, ცხადი ხდება, რომ
იყვნენ ნარკოტიკების რეალიზატორები და მომხმარებლები და დღესაც
განაგრძობენ ამ საქმიანობას“, - აღნიშნა თორიამ.
მან ამ ეტაპზე კონკრეტული სახელების ჩამოთვლისგან თავი შეიკავა,
თუმცა, განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო მოხელეები
ინიციატივაზე უარს იტყვიან, მათი თქმით, ნარკოდანაშაულთან
დაკავშირებული პირების ვინაობას გაასაჯაროვებენ. ამასთან, უარის
შემთხვევაში, ენმ პროკურატორას მიმართავს, რათა აღნიშნული
მიმართულებით ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებული ვითარების შესწავლა
დაიწყოს.
ცნობისთვის, გრიგოლ მიქავა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების (45-ე
მუხლი) ბრალდებით ორჯერ დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე
გადაიყვანეს, თუმცა მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი
განაცხადა. 12-12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ის
გაათავისუფლეს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები