რეგიონი
Gem Fest-თან დაკავშირებით ადგილობრივებს ბიზნეს ტრენინგები ჩაუტარდებათ (ვიდეო)
ანაკლია-განმუხურში, Gem fest-თან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობა საოჯახო ბიზნესების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით დატრენინგდება. ისინი სასწავლო კურსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინენსებული ხუთწლიანი პროექტის ZRDA ფარგლებში გაივლიან. ტრენინგების მიზანია მეწარმეებმა ციფრული მარკეტინგისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებთ საკუთარ ბიზნესს რეკლამირება გაუწიონ. აღნიშნულზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ მედია ტურზე ისაუბრეს.

Gem fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას თქმით, პროექტ ZRDA-ს ფარგლებში ანაკლია-განმუხურში მოსახლეობამ შეძლო ასეულობით საოჯახო სასტუმრო მოეწესრიგებინა, რომელიც უკვე გამოჩნდა საერთაშორისო საიტებზე.

რამდენიმე თვით ადრე ადამიანებმა ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდან უკვე დაჯავშნეს სახლები განმუხურში. ეს იმას ნიშნავს, რომ სამეგრელოს ტურიზმი დგას სწრაფი განვითარების გზაზე“, - განაცხადა სიგუამ.

ტურიზმის ეროვნული განვითარების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, მუსიკალური ფესტივალი სარგებლობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერით და მას რეგიონული განვითარების ფუნქცია აქვს.

სწორედ ამ ფესტივალის მნიშვნელობის გამო ჩაერთო პროექტი ZRDA ანაკლიის განვითარებაში", - აღნიშნა მან.

პროექტის ფარგლებში ტრენინგები უკვე გაიარა რამდენიმე მცირე მეწარმემ. მათი თქმით, სასწავლო კურსებზე მიღებული ცოდნა ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ, რაც შესაბამისად მათ შემოსავლებზე აისახება.

გვეგონა, რომ ვიცოდით მაგრამ ტრენიგების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვქონია სასწავლი", - თქვა ერთ-ერთმა მცირე მეწარმემ მარინა თოდუამ.

წელს ფესტივალის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას სამხარეო ადმინისტრაციაც გეგმავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად ნუგზარ გაბელიას თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი საშხაპეები და საპირფარეშოები.

ცნობითვის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში 14 ივლისს დაიწყება. ის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 500-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.