რეგიონი
კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვაზე დასმულმა რამდენიმე კითხვამ ხმაური გამოიწვია (ვიდეო)
ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საკონსტიტუციო პროექტის განხილვა დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატები, საჯარო მოხელეები, სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე კითხვები გამომსვლელებმა დასვეს, მათ შორის იყო რამდენიმე საჯარო მოხელე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა მერი შენგელაიამ პრეზიდენტს მიმართა.

ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციაში რაც არ უნდა ჩაწეროს, თქვენ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი არეულობის შემოტანას ეცდებით... რატომ არ ეთანხემით კონსტიტუციაში ჩაიწეროს ნატო და ევროკავშირი? ეს ყველაფერი რომ არ ჩაწერილიყო, თქვენ დღეს უარეს დღეში იქნებოდით",  - თქვა შენგელაიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის სოსო ლაგვილავას თქმით, საჯარო განხილვაზე მადლიერი ხალხი მივიდა, თუმცა ისინი პრეზიდენტის გამოსვლით გაკვირვებულები დარჩნენ.

ხარვეზების აღმოფხვრა დღევანდელ ხელისუფლებას ერგო წილად. მავნე ხაფანგები, რომელიც წინა კონსიტიტუციაშია, აუცილებლად შესაცვლელია“, - აღნიშნა ლაგვილავამ.

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას არ დაეთანხმა და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს შეთქმულება უწოდა მაია კალანდიამ.

ეს არის შეთქმულება ქართული სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინაააღმდეგ, მე ვაპროტესტებ ე.წ ევროპული საქართველოს მონაწილეობას ამ პროცესში. თქვენ ხმები ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მოგცათ იმ ადამიანის გამო, ვისი სურათიც დაგქონდათ მთელი არჩევნების პერიოდში“, - თქვა კალანდიამ.

დარბაზში ხმაური თენგიზ ჯგუშიას მიერ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. ის დაინტერესდა, რატომ გახდა მიუღებელი პრეზიდენტი მარგველაშვილი სწორედ იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც ის აირჩია.

ბიძინა ივანიშვილი გვეუბნებოდა მთელ საქართველოს, რომ მარგველაშვილი იქნებოდა საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი და კონსტიტუცია არ უნდა დაქვემდებარებოდა ჭრა-კერვას. მაგრამ, როდესაც მარგველაშვილს აღმოაჩნდა შინაგანი პოლიტიკური ღირსება და არ გახდა ერთი კაცის პრეზიდენტი. ამ ყველაფრის შემდეგ ამბობთ, რომ პრეზიდენტის არჩევითობის წესი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა ჯგუშიამ.

ქვეყნის პირველი პირის გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის ყველა კითხვა რომელიც დარბაზში დაისვა, ლეგიტიმური იყო, მიუხედავად იმისა, ის სხვის მიერი იყო დაწერილი, თუ არა.

კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა ზუგდიდში, დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდა. როგორც ტელეკომპანია „ოდიშს“ მოქალაქეებმა უთხრეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი სიებით შეიყვანა და გარეთ მდგომ ადამიანებს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. 





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.