ზუგდიდში ერისთავის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. ამ წუთებში
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები
ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ორსართულიან სახლში ხანძარი რამდენიმე
წუთის წინ გაჩნდა და ნაწილი უკვე დაიწვა.
მეზობლების ინფორმაციით, ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ
და მათი გამოყვანა მოასწრეს. მათივე ცნობით, ხანძარმა მეზობელი სახლის
ნაწილიც დააზიანა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა მუშაობს.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ადგილზე უკვე მივიდა ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია და ის
დაზარალებულებს ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები