რეგიონი
ზუგდიდის თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი წინააღმდეგობების ფონზე გადაწყდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა. საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს მათი უფლებასმოსილების გაზრდას და არა ცენტრალიზაციას. ის აქცენტს საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვაზე აკეთებს.

"ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებს წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებას, მივლინებების, საწვავის და ა.შ. გამოთავისუფლებეული თანხები მიმართული იქნება ზუგდიდის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ", - აღნიშნა ნანავამ.

აღნიშნულ საკითხს მხარი დამსწრე დეპუტატებიდან მხოლოდ ორმა - სოფელ ნარაზენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლაშა თოდუამ და პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა თინათინ თოდუამ არ დაუჭირეს.

"ეს გადაწყვეტილება არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეს შეაფერხებს მუნიციპალიტეტების განვითარებას", - ამბობს ყოფილი "რესბუბლიკელი" ლაშა თოდუა.

"ნაციონალური მოძრაობის" 7 -მა დეპუტატმა კი სხდომა საკითხის დაყენებისთანავე დატოვა.

მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. "საუნჯეს" ხელმძღვანელი საკრებულოს გადაწყვეტილებას ცენტრალური მთავრობის დირექტივას უწოდებს და ამბობს, რომ თვითმმართველობა არ უნდა ასრულებდეს პარტიულ მითითებებს.

"საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეების ჩართულობის გარეშე და მათ ინტერესები არ იყო გათვალისწინებული", - თქვა ფასანძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას თქმით, იმ პრობლემებზე, რომელზეც დღეს სახელმწიფო საუბრობს თვითმმართველობების გაერთიანებით არ მოგვარდება.

"ჩვენი ორგანიზაცია უკვე ოცი წელია საუბრობს რესურსების ხელმიუწვდომლობაზე , მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემაზე... ადმინისტრაციული ხარჯები პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემები ამ გზით არ მოგვარდება", - აღნიშნა მან.

"სამოქალაქო ჩართულობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელი ციცინო შენგელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს და სამწუხაროს უწოდებს.

"დეპუტატმა საკუთარი თემი, სოფელი არ დაიცვას... დარწმუნებული ვარ თითოეული აქ მყოფი, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ საკითხს, წლების შემდეგ ინანებს", - ამბობს ციცინო შენგელია.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულომ 23 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიზანშეწონილად ცნო თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანება.









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.