რეგიონი
არასამთავრობოები: საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის ნორმალურ გარემოში ჩატარება ვერ უზრუნველყო
დღევანდელ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ, - ამის შესახებ ზუგდიდში მოქმედმა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა. მათივე თქმით, პროცედურის მიხედვით, სიტყვის გამომსვლელთა სია წინასწარ იყო შედგენილი, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ მეიცათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ თავმჯდომარის იაგო ფასანძის თქმით, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, სხდომის ზუსტი თარითი მხოლოდ 45 წუთით ადრე გასაჯაროვდა.

მოქალაქეთა დიდ ნაწილ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. თავმჯოდმარემ ვერ უზრუნველყო მისი ნორმალურ გარემოში ჩატარება. გარდა ამისა, მისაღებ საკითხთან დაკავშირებით არ გამართულა არანაირი საჯარო განხილვა მოქალაქეთა მონაწილეობით“, - დასძინა ფასანძემ.

რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას განმარტებით, რეგლამენტი დაირღვა, რადგანაც დამსწრეებს არ მიეცათ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. ამასთან, გაუგებარი იყო, თუ რას უყარა კენჭი საკრებულომ, ან რატომ დატოვა სხდომათა დარბაზი თავმჯდომარემ.

„საკრებულოს თავმჯდომარემ რამდენჯერმე დატოვა სხდომა. შემოსვლისას კი განაცხადა, რომ კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წევრმა აწია ხელი, განაცხადა, რომ სხდომა დახურულია. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ კენჭი მუნიციპალიტეტების გაერთიანების საითხის მოწონებას უყარეს. როგორც მინიმუმ, მოწინააღმდეგეების რაოდენობა უნდა დაეფიქსირებინა და მათი პოზიცია განხილულიყო“, - აღნიშნა ჭკადუამ.

საიას ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში ერთობლივი განცხადება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „საუნჯემ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააკეთეს.

ქალაქ ზუგდიდის საკურებულომ 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მხარი დაუჭირა. დღევანდელ სხდომას საკრებულოს თხუთმეტივე წევრი, აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები''. სხდომა ხმაურით დაიწყო და მის დასრულებამდე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ ის დატოვა. შესვენების გამოცხადების მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოქალაქისთვის სიტყვის მიცემა გახდა, რაც სხვა დამსწრეებმა გააპროტესტეს.


ამავე თემაზე:

არასამთავრობოები და ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომას უარყოფითად აფასებენ (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი ხმაურის ფონზე დაამტკიცა (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულოში თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა დროებით ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოში თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა დაიწყო

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.