რეგიონი
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბულვარსა და მის მიმდებარზე ტერიტორიაზე ღონისძიებები დილის ათი საათიდან დაიწყო.



დილიდან მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა.



ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია ჭავჭავაძისა და სპირიდონ კედიას ბიუსტები. მათ ზუგდიდელებსა და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.



დღევანდელ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ. დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მობილურ ამბულატორიასა და კარავში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივებს ჩ ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარეს.



საკუთარი სივრცე მოაწყო გარემოს დაცვის სამინისტრომაც. ზუგდიდში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. ადგილზე მისულ სტუმრების განწყობაზე ბენდმა UNDER 7-მა იზრუნა.



გარდა ადგილობრივი ბენდის კონცერტისა, ცენტრალურ მოედანზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, კლასიკური მუსიკის, ხოლო ყოფილი კინოთეატრ "ატრიუმის" შენობის წინ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.



ცენტრალურ ბულვარში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ზუგდიდელებმა მიიღეს მონაწილეობა.



ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი მოხატეს სკოლის მოსწავლეებმა.



დღესვე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ველორბოლა გაიმართა, მოედანზე კი "ვეფხისტყაოსანი" საჯაროდ წაიკითხეს.



სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით კი პლენერი სახელწოდებით "ჩემი ვეფხისტყაოსანი" მოეწყო.



დღესვე ზუგდიდის არტ-გალერეაში მხატვარ ელენე ფიფიას ფერსონალური გამოფენა გაიხსნა.



დღეს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ქალაქის ცენტრალური ნაწილი. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ზუგდიდელები საკუთარ ოჯახებთან ერთად შეუერთდნენ.



საზეიმო ღონისძიებები დღეს 21:00-სთ-ზე გალა კონცერტითი დასრულდება. წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' იმართება.

ამავე თემაზე:

"მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" - დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

ელენე ფიფიას პერსონალური გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ენგურის ხიდიდან დაიწყო

მესამე საჯარო სკოლის საქველმოქმედო ღონისძიება ცენტრალურ ბულვარში (ვიდეო)

გარემოს დაცვის სამინისტროს „რუსთაველის ქვეყანა“ ზუგდიდში (ვიდეო)

დავით სერგეენკომ ზუგდიდელებს 26 მაისი მიულოცა (ვიდეო)

ზუგდიდში კოსტავას, გამსახურდიას და ჭავჭავაძის ძეგლები ყვავილებით შეამკეს (ვიდეო)

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.