"ამ ადამიანებმა ზუგდიდს ქალაქის სტატუსი წაართვეს" - პლაკატები ზუგდიდში (ვიდეო)
18:36 / 29.05.2017
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ელექტრობოძებზე საკრებულოს
იმ წევრების პლაკატები გააკრეს,
რომლებმაც ქალაქისა და თემის გაერთიანებას მხარი დაუჭირეს. მათ
შემდეგი შინაარსის წარწერა ჰქონდა: „ ამ ადამიანებმა ზუგდიდს ქალაქის
სტატუსი წაართვეს“. პლაკატების გაკვრის პროცესს სამართალდამცავები
აკვირდებოდნენ, რამაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებლის ანა წითლიძის პროტესტი გამოიწვია.
„მოსახლეობა დილიდან აკრავს აღნიშნულ პლაკატებს, რასაც ჩვენც
შევუერთდით. საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ საკრებულოს წევრებს,
რომლებმაც სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს და მხარი დაუჭირეს
ქალაქის და თემის გაერთიანებას. პოლიციის სრული შემადგენლობა
დამყვება, რაზეც აღნიშნული სტრუქტურა დროს არ უნდა კარგავდეს", -თქვა
წითლიძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ
ჭკადუას თქმით, ზოგადადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
150-ე მუხლის თანახმად პლაკტების გაკვრა გარკვეულ ადგილებზე
აკრძალულია, თუმცა ამ შემთხვევაში პირის დააჯარიმებენ საქმე შერცევით
სამართალთან გვექნება.
„არასათანადო ადგილას არის განცხადებები და პლაკატები, რომელიც ჯერ
კიდევ 2016 წლის არჩევნების დროს არის გამოკრული. მაშინ როდესაც
თითეულ პოლიტიკურ პარტიას თხუთმეტი დღის ვადაში უნდა ჩამოეხსნა ისინი,
- თქვა ჭკადუამ.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და
თემის გაერთიანების საკითხი 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები