რეგიონი
სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
სენაკში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილემ ტომას მოლსმა მავნებელ მწერთან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობა და სამუშაოები დაათვალიერეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაბამისი აღჭურვილობა და პრეპარატები საქართველოს მთავრობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში უსასყიდლოდ გადაეცა.




„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს ქიმიური წამლობის სწორად დაგეგმვას. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად ჩატარება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვის და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა სოფლის მეურნების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებმა და ფერმერებმაც მიიღეს.



ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

ამავე თემაზე:

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებისთვის 12 420 ლარი გამოიყო

აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების დამონტაჟება დაიწყო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

„აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის 13 მილიონი ლარი დაიხარჯება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.