ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება, დაახლოებით, ერთი საათის წინ
მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ელევატორში მყოფი ორი
თანამშრომელია
დაშავებული, მათ სხვადსხვა სახის დაზიანება, მათ შორის, დამწვრობა
მიიღეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები და
საპატრულო ეკიპაჟები. აფეთქების მიზეზებზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ
ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები