რეგიონი
„განათლება განვითარებისთვის“ - პროექტში სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან (ვიდეო)
საგანმანათლებლო ცენტრში „მარდი“ დღეს ახალი პროექტის „განათლება განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრის პედაგოგებისა და დამაარსებლების აღნიშნულ პროექტში სხვებთან ერთად სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.

პროექტის თანახმად, შაბათ-კვირას ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და ფიზიკური აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის საოლიმპიადო მათემატიკასა და ზოგად უნარებში.



„გვსურდა წამოგვეწყო ეს უფასო კურსები საოლიმპიადო მათემატიკასა და ზოგად უნარებში, რადგან ყველას არ აქვს ხელმისაწვდომობა აღნიშნულ სერვისზე, რომ იმეცადინოს კერძოდ და ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს შევთავაზოთ ის, რაც შეგვიძლია უსასყიდლოდ“, - აღნიშნა მათემატიკის დოქტორანტმა კობა შონიამ, რომელიც მოსწავლეებს უქმე დღეებში მათემატიკის კურსს უფასოდ ჩაუტარებს.

სოციალურად დაუცველი ბავშვების მოძიებას ცენტრი თვითმმართველობასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით გეგმავს. პროექტი მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიწყება.

ცნობისთვის, საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც 2017 წლის იანვარში დაფუძნდა, ამ დროისთვის, სკოლამდელი ასაკიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ირიცხებიან. მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოზარდებიც არიან, რომელთათვის, ცენტრის ერთ-ერთი დამარსებლის, ელისო რაფავას ინფორმაციით, სწავლა უფასოა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.