პოლიტიკა
პარლამენტი თვითმმართველი ქალაქების შემცირების საკითხს მეორე მოსმენით განიხილავს
საქართველოს პარლამენტი მთავრობის ინიციატივას, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი“ (ხდება „გამგებლის“ ამოღება) და შესაბამისად, კოდექსის სხვადასხვა მუხლში ტერმინოლოგიური სახის ცვლილება ხორციელდება. გარდა ამისა, კანონპროექტით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. სტატუსი უუქმდება ზუგდიდს, ახალციხეს, თელავს, გორს, ამბროლაურის, ოზურგეთსა და მცხეთას, თვითმმართველ ქალაქებად რჩება თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი.

აღნიშნული კანონპროექტში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, პროექტს 86-მა დეპუტატმა 10-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.