რეგიონი
"ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები" - შეხვედრა გამგეობაში (ვიდეო)

ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში

მრგვალი მაგიდა „ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“ გაიმართა. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მთავრობის მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა კვლავ დასჯაზეა ორიენტირებული, ხოლო მკურნალობა/რეაბილიტაცია და სხვადასხვა სერვისის ხელმისაწვდომობა ისევ გამოწვევად რჩება.

ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანლის ნინო ჯანაშიას თქმით, დღევანდელი შეხვერის მიზანი მანკიერი მიდგომების გამოვლენაა.

„დღევანდელი კანონმდებლობა ნარკომომხმარებელს აიგივებს ნარკორეალიზატორთან. ჩვენი მთავარი მესიჯი ისაა, რომ სწორად მოხდეს აღქმა ნარკო დამოკიდებული ადამიანის, როგორც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანის“, - თქვა ჯამაშიამ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზეც იმსჯელეს , რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" აღმასრულებელი დირექტორის კახა კვაშილავას განმარტებით, ნარკომომხამრებელი არ უნდა განიხილებოდეს როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე და ის უნდა იყოს ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციაში მოქცეული.

„ბოლო პერიოდში იზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, რაც ქვეყანაში არსებული რეპრესიული კანონმდებლობით არის გამოწვეულია, შესაბამისადმ დროა სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ რეპრესიული მიდგომა შეცვალოს“, - განაცხადა კვაშილავამ.

შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებით, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ნარკოპლიტიკის ჰუმანიზაციაა. აღნიშნული შეხვედრა ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით მოეწყო. დისკუსიას საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.