პოლიტიკა
გალის მორიგ შეხვედრაზე როგავებისა და ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის საკითხები განიხილეს
გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის თქმით, შეხვედრაზე დაკავებული მამა-შვილის როგავების შესახებ ისაუბრეს. მისივე განმარტებით, ე.წ. აფხაზური მხარის ინფორმაციით, მომავალ კვირაში ე.წ. სასამართლო გაიმართება.

„ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებულები და აუცილებელია მათი მყისიერი გათავისუფლება. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ცენტრალური მთავრობა აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლიზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის ფაქტს, ქემოკლიძის შეფასებით, დე-ფაქტო ხელისფლებას მისი დაკავებისა და გადმოცემის პოლიტიკური მზაობა არასოდეს ჰქონია.

„ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული არგუმენტაცია იმის შესახებ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო კანჯი-ოღლის 19 მაისვე დაკავება. დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი დაკავება ვერ განხორციელდა, რადგან ცენტრალური მთავრობის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია არ იყო ვალიდური, რაც ცინიკური დამოკიდებულება ამ ფაქთთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს საკუთარ ქმედებაზე“, - თქვა ქემოკლიძემ.

გარდა ამ ორი საკითხისა, დღევანდელ შეხვედრაზე სხვა ზოგად პრობლემატიკაზე, მათ შორის, ცხელი ხაზის ეფექტური მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.