პოლიტიკა
ენმ: პარკირების მოსაწყობად გამოცხადებულ აუქციონში გუბერნატორისა და დათო შენგელიას გარემოცვის კომპანიას გაამარჯვებინეს (ვიდეო)
"ქალაქ ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად გამოცხადებულ აუქციონში კომპანია „თაუნ პარკმა“ გაიმარჯვა", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანი წითლიძემ განაცხადა.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კომპანია გუბერნატორ ლევან შონიასა და „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაურის დათო შენგელიას ახლობლების ნოდარ ესათიასა და ნიკოლოზ შელიას მფლობელობაშია.



წითლიძემ ადგილობრივი ხელისუფლება მიკერძოებასა და საკუთარი ბიზნეს ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

„ჩვენი ინფორმაციით, გუბერნატორისა და ქალაქის მერის მეშვეობით ზეწოლა მოახდინეს ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც სურდა აუქციონში მონაწილეობა, დაემუქრნენ სუს-ით, რომ თუ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას ან გააჟღერებდნენ ინფორმაციას ამის შესახებ, მათ ექნებოდათ პრობლემები“, - აღნიშნა წითლიძემ.

ის ქალაქის მერიას მოუწოდებს, გაასაჯაროოს გამარჯვებული კომპანია და იმ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც მერია მასთან დასადებად ამზადებს.

თავის მხრივ, გუბერნატორ ლევან შონიას ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პარკირების საკითხი თვითმმართველობის გადასაწყვეტია და რწმუნებულის ადმინისტაციის კომპეტენცია არ არის. ოპოზიციური პარტიის ბრალდებას კი ლევან შონიას იმიჯის შელახვის მცდელობად აფასებენ.

„რაც შეეხება, თქვენ მიერ დასახელებულ პირებს, რომელსაც ქალბატონი წითლიძე ვითომ გუბერნატორის მეგობრებად უსახელებს მედიას, არათუ გუბერნატორის ახლობლები არა არიან, არამედ მათ ლევან შონია არც კი იცნობს“, - განმარტავენ გუბერნატორის პრესსამსახურში.

ქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული ვინაობაც და ამასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია უახლოესი 15 დღის განმავლობაში გასაჯაროვდება.

„არაფერი დასამალი არ არის. კანონით დადგენილი წესით, 15 დღის ვადაში უნდა მომზადდეს და გაფორმდეს კონტრაქტი, მანამდე კომპანიის დასახელების უფლება არ გვაქვს“, - აღნიშნა ქალაქის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ.



ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მერიამ პარკირების ტერიტორიის მოსაწყობად 12 300 კვ. მ. მიწას 10 წლიანი იჯარით გასაცემად ელექტრონულ აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი 29 ივნისს დასრულდა. აუქციონის პირობების მიხედვით, პარკირება ქალაქის შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: კედიას, კიკალიშვილის, ნარმანიას, რუსთაველის, კიტიას, მარცხენა სანაპიროს, გ. გულუას, კოსტავას, ი.მეუნარგიას, აღმაშენებლის, ასევე, ქუჯისა და კედიას ჩიხებსა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე.პარკირება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს მიღებული დადგენილების შესაბამისად მოეწყობა. პარკირების მოსაწყობად ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 16 ივნისს მიიღო. რაც შეეხება კომპანია "თაუნ პარკს" ზუგდიდის მერიაში სააქციო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარკირების სისტემის შესახებ პრეზენტაცია მიმდინარე წლის იანვარში გამართეს. 

ამავე თემაზე:

პარკირებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიამ შემოთავაზება მიიღო (ვიდეო)

პარკირების საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

ზუგდიდის მერიამ პარკირების მოსაწყობად აუქციონი გამოაცხადა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.