რეგიონი
დევნილთა სააგენტო მოხალისეთა მიღებას იწყებს
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში მოხალისეები, კარდაკარის პრინციპით, დევნილ მოსახლეობაში, საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.

სააგენტომ უკვე გამოაცხადა მოხალისეთა კონკურსი. განაცხადების მიღება 23 ივლისამდე გაგრძელდება. სააგენტო სულ 72 მოხალისეს აიყვანს. მათ ტრენინგს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული პროგრამების შესახებ ჩაუტარებენ.

მოხალისეები, განსაზღვრულ მისამართებზე, ერთი კვირის მანძილზე გაავრცელებენ ინფორმაციას. მოხალისეთა მუშაობა ანაზღაურდება. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოხალისეები 8 000 - მდე დევნილ ოჯახს პირადად შეხვდებიან და გააცნობენ საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს. კამპანია ტარდება: სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

უკვე მეორე წელია, აღნიშნული საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.