ახალი ამბები
პრემიერი:ენგურჰესით შეგვიძლია ომში გახლეჩილი ურთიერთობები საერთო ინტერესებისთვის თანამშრომლობისკენ შევცვალოთ (ვიდეო)
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ზონის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. მისი შეფასებით, ენგურჰესი, როგორც მსოფლიო დონის ატრაქცია, საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა. მან ყურადღება ინფასტრუქტურული პროექტის აფხაზეთისთვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც ჰესზე გამომუშავებული ენერგიით აფხაზეთის მოსახლეობა უნდა მარაგდებოდეს.

„მინდა, დავადასტურო სიყვარული და პატივისცემა ჩვენი აფხაზი ძმებისა და დების მიმართ და გავუწოდოთ მეგობრობის ხელი. 25 წელია, ჩაკეტილ წრეზე დავდივართ და მინდა, დასრულდეს ეს მძიმე მემკვიდრეობა. არ უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს. ენგურჰესი არის ნიმუში ომში გახლეჩილი ურთიერთობების საერთო ინტერესების ირგვლილ თანამშრომლობისთვის შესაცვლელად. უნდა დავძლიოთ შიში და სტერეოტიპები, რადგან ეს ხელს უშლის შერიგებას. ახალი ტურისტული ცენტრი გახდება ჩვენი შვილების შეხვედრის ადგილი და მათ მივცემთ შანსს, თავად გააკეთონ დასკვნები. მჯერა, დადგება დრო, როცა ქართველებსა და აფხაზებს საერთო მიზანი - შვილების ბედნიერი ცხოვრება და გაბრწყინებული საერთო სამშობლო გვექნება. ჩვენი მომავალი ჩვენ შორის ძმობის ისტორიაზე უნდა დავაშენოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება უშუალო ტურისტულ კომპლექსს, კვირიკაშვილის თქმით, მას მხოლოდ ერთ-ერთი ანალოგი აქვს კალიფორნიაში ჰუვერის ჰიდროელექტროსადგურის სახით.

„უნდა მოვუაროთ და შევუნარჩუნოთ ინდუსტრიული მემკვიდრეობა და ღირსშესანიშნაობად ვაქციოთ იგი. ეს არის სამეგრელო-ზემო სვანეთის უმნიშვნელოვანეს საგზაო არტერიაზე და აქედან გამომდინარე, რეგიონული მნიშვნელობის ტურისტული ცენტრი“, - განმარტა პრემიერმა.



პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც დაესწრნენ. მათი თქმით, ენგურჰესი უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც ტურისტებს მოიზიდავს.

„აქ სხვადასხვა სივრცე და მრავალფეროვანი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ობიექტი“, - აღნიშნა გიორგაძემ.

ტურისტული ზონის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძეც იმყოფებოდნენ. კალაძის განმარტებით, პროექტი სამეგრელოსა და სვანეთის მოსახლეობისთვის დამატებით სამუშაო ადგილებსაც შექმნის.



კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მაღალ ლიფტსა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.



სამუშაოებში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ტურისტული ზონის პროექტირება, რომლისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ერთ წელიწადს გაგრძელდება. სამუშაოები კი, პრემიერი თქმით, ხუთი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

ენგურჰესის ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი დაესწრება

"ენგურჰესი მსოფლიო დონის ატრაქცია" - პროექტზე კონკურსი გამოცხადდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.