სამეგრელო-ზემო სვანეთში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ტარდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის
განყოფილება კვირეულის ფარგლებში უფასო სკრინინგს რამდენიმე ადგილას
ჩაატარებს.
კვლევები შემდეგ ადგილებშია დაგეგმილი: 24 ივლისი - ზუგდიდის აგრარული
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 25 ივლისი - მესტიის მუნიციპალიტეტის
სოფ. ჭუბერი. 26 ივლისი - ანაკლია-განმუხურში სანაპიროს მიმდებარე
ტერიტორია, 27 ივლისი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარი, 28
ივლისი - ქ. ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორია.
გარდა ამისა, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავ კვირეულში
ინფორმირებულობის ამაღლებისთვის მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტებსა
და მასალებს გაავრცელებენ.
ც ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015
წლიდან სულ 28 348 ბენეფიციარია გამოკვლეული. რეგიონის მასშტაბით
კვირეულში რაიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები
ჩაერთვებიან.
მასალის გამოყენების პირობები