NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ადგილობრივი მთავრობის მუშაობას საშუალოდ აფასებს
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ახალი კვლევის თანახმად, დიდ
ქალაქებში გამოკითხულთა 52% ადილობრივი
მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, კარგად -10 %, ცუდად - 34%,
ხოლო 4% -ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება მერიის, საკრებულოსა და რაიონის გამგეობის მუშაობას,
გამოკითხულთა 10% კმაყოფილია, 22% - უკმაყოფილო, 20% -ს კი პასუხი არ
აქვს, ხოლო 48 % არც კამაყოფილია და არც უკმაყოფილი.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს
მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები