რეგიონი
ზუგდიდში ტრენინგ ცენტრი „AchievementHub“ გაიხსნა (ვიდეო)
„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ზუგდიდში ახალგაზრდული ტერენინგ ცენტრი „AchievementHub“ გაიხსნა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, აქ მოზარდებს საშუალება ექნებათ, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაჭრის, არჩევანის გაკეთებისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს დაეუფლონ.



„ტრენინგ პროგრამები მოიცავს 10 აკადემიურ საათს და ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მოზარდებს უვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც შეეხება: ფინანსურ წიგნიერებას, დასაქმებისათვის მზაობას და მეწარმეობას. აქ მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ საგანმანთლებლო პროგრამები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, შეესაბამება სამეწარმეო კომპეტენციების ევროპულ ჩარჩოს და აღიარებულია ევროპის ტრენინგ ფონდის მიერ“, -თქვა ტრენინგ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა  ეკა გეგეშიძემ.

ცენტრის ოფიციალურ გახსნამდე პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა 30-ზე მეტი მოზარდი, რომლებსაც კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები დღეს გადაეცათ.



გეგეშიძის, ინფორმაციით, სერთიფიკატს რომელსაც კურსდამთავრებულები აქ აიღებენ მსოფლიოს 123 ქვეყანაში სამსახურის თუ უმარლეს სასწავლებელში ჩაბარებისას გამოადგებათ.

ცენტრის დამფუძნებლები სასწავლო პროგრამის შემუშავებას მასწავლებლებისთვისაც გეგმავენ.

ცენტრი, ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd), ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მხარდაჭერით შექმნა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.