ახალი ამბები
„სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული საზოგადოება“ – „თანაზიარის“ ახალი პროექტი (ვიდეო)
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანაზიარი“ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ახალ წინასაარჩევნო პროექტს იწყებს. „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული საზოგადოების“ პრეზენტაცია ორგანიზაციის დირექტორმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. მისი თქმით, პროექტის მიზანი ამომრჩეველთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება და საარჩევნო პროცესის მონიტორინგის ხელშეწყობაა.

„საინფორმაციო შეხვედრებს ჩავატარებთ უშუალოდ სოფლებში, სადაც ნაკლებია ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ადგილობრივებს კომპეტენტური ადამიანები გასცემენ შეკითხვებზე პასუხს. გარდა ამისა, ჩატარდება ღია სტენდის აქცია და ქალაქის ცენტრში მოსახლეობას შეეძლება სრულად ნახოს არჩევნების მიმდინარეობა, როგორ იწყება და სრულდება საარჩევნო პროცესი“, - აღნიშნა ბეჭვაიამ.

შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. მათ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მასში მოხალისეობრივად ჩართვის სურვილიც გამოთქვეს.



„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელონ მსგავსი მონიტორინგი. საია საჭიროების შემთხვევაში პროექტის ორგანიზატორებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს“, - თქვა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

შეხვედრაზე ასოციაცია „იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელმა ქრისტინე კილანავამ წინადადება წარმოაყენა,რომლის თანახმადაც, ქალთა სოლიდარობის მიზნით, სასურველია, რომ ამომრჩეველმა ქალ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი.

„ეს ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - დასძინა კილანავამ.

პროექტის მიზანია ამომრჩეველთა აქტიური თანამონაწილეობით საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის გაზრდა, არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება და მათი მაქსიმალური ჩართულობა პროცესში.

პროექტი ორთვიანია და მას „თანაზიარი“ „სამართლიანი სისტემის, განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.