რეგიონი
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების გამო, დღეიდან ძალაში შევიდა აკრძალვები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოქმედებს.

"საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. მათ შორის, იკრძალება: - სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.

"საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, წინასაარჩევნო კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება და შესაბამისად იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.

საარჩევნო კანონმდებლობაში, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაც კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება. მანამდე კი მოქმედებდა ნორმა, რომლითაც არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო კამპანიის დაწყება 60 დღეზე ადრე იყო შესაძლებელი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდანდღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.