ექიმი: მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა (ვიდეო}
12:42 / 28.08.2017
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მე-4 სართულიდან
გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა
უკიდურესად
მძიმეა. ექიმ მაკა მალანიას ინფორმაციით, მას აღენიშნება სხვადასხვა
სახის დაზიანება: მათ შორის, ქალა-ტვინის და გულ-მკერდის
დახურული ტრამვები.
"ასევე, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და მარჯვენა წვივის
ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. მართვით სუნთქვაზეა და
მედიკამენტოზური მხარდაჭერის ქვეშ", - აღნიშნა კატასტროფის მედიცინის
პედიატრიული ცენტრის მენეჯერმა.
მედიკოსების თქმით, მცირეწლოვან ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ბავშვთა
რეანიმაცია და იგი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას გადაჰყავს
ქუთაისში.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დილით
გადმოვარდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე
მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანრთელობის მძიმე დაზიანებას
გულისხმობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები