ახალი ამბები
ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს. ის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. ამის შესახებ სიჭინავამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

რადიო „ათინათი“ სიჭინავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, ჩემო თანამოქალაქეებო
მას შემდეგ, რაც სურვილი გამოვთქვი, მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და კენჭი მეყარა ზუგდიდის მერის თანამდებობაზე, ძალიან ბევრი თქვენგანისაგან იმედიანი და მხარდამჭერი სიტყვები მოვისმინე.
ხშირად მიფიქრია, რა შემიძლია გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და ხშირად, მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, მათ გადაჭრას ვერ შეძლებს.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ზუგდიდის მკვიდრს, მაწუხებს ყველა ის პრობლემა, რაც დასაქმების და პროფესიონალი კადრების ნაკლებობით, სუსტი მენეჯმენტით, გაუმართავი ინფრასტრუქტურის და მინიმალური პირობების არარსებობით არის განპირობებული . სანამ ახალგაზრდა ხარ, ამ ყველაფერს შესაძლოა მარტივად უყურებ, მაგრამ როდესაც ასაკში შედიხარ, მეტს ფიქრობ, მეტს აანალიზებ. ყოველთვის დგება მომენტი, რომ იზრუნო შენს ქალაქზე, შენს ქუჩაზე, შენს ხალხზე, შენს ქვეყანაზე. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არ მოსულა ერთ დღეში. თქვენი მხრიდან გამოჩენილმა მხარდაჭერამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.

მინდა, რომ მეტი გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ჩემი ზუგდიდელებისთვის, იმ ამომრჩეველისთვის, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდის მერს აირჩევს. არაერთხელ მითქვამს, რომ მერის თანამდებობა არ არის პოლიტიკური. ნებისმიერი სახელისუფლო პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას უნდა ემსახურებოდეს. თუკი იქნება ამომრჩევლისაგან ჩემი ზუგდიდის მერად არჩევის ნება, ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად და მხარდაჭერით, შევძლებ მეტი ვიშრომო და ვიზრუნო ჩემს მშობლიურ ქალაქზე.

სწორედ ამიტომ, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თავს უფლებას მივცემ კენჭი ვიყარო ზუგდიდის მერის პოსტზე, დამოუკიდებელ კანდიდატად. ვერ დაგპირდებით იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ, თუმცა ნებისმიერი პირობა, რომელიც ჩემი მხრიდან იქნება დადებული, ის აუცილებლად იქნება შესრულებული. მე მოვალ ყველა თქვენგანთან, მოვისმენ, რა გჭირდებათ უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ზუგდიდის მეტად განვითარებისთვის. ვფიქრობ, ერთად ვაქციოთ ოცნებები რეალობად, რეალობად, რომელიც ძლიერი მომავალის შექმნის საფუძველი გახდება.

ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ უკეთესი ქალაქი, უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის.
თქვენი მხარდაჭერის იმედად!“, - აღნიშნულია facebook სტატუსში.

ამავე თემაზე:

ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი (ვიდეო)

ზვიად სიჭინავას ზუგდიდის მერობა სურს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.