ახალი ამბები
TI: გამგებლის პოზიციის საშტატო ნუსხიდან ამოღება კანონთან შეუსაბამოა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამეგრელო - ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში გამგებლის წარმომადგენლების პოზიციების ამოღებას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

რადიო „ათინათი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას უცვლელად გვავაზობთ:

"სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 2017 წლის ივნისი-ივლისში საშტატო ნუსხებიდან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ე.წ. სოფლის რწმუნებული/გამგებელი) პოზიცია იქნა ამოღებული, ამ პოზიციებზე მომუშავეებთან კი შრომითი ხელშეკრულებები იქნა გაფორმებული. ეს ცვლილება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გამგებლების 168 წარმომადგენელს შეეხო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე პროცესი მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონმა საჯარო დაწესებულებები დაავალდებულა, რომ 1 ივლისამდე დაწესებულებაში არსებული ყველა თანამდებობა ახალი კანონით გათვალისწინებულ რანგებში გადაენაწილებინა. კანონის 125-ე მუხლის 1 და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობა გულისხმობს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებითი ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებას, იგი იქნება შტატიდან ამოღებული, ხოლო ამ პოზიციაზე მომუშავე პირებთან დაიდება შრომის ხელშეკრულება.

სამეგრელო - ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებში მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელი დამხმარე, ტექნიკური ან დროებითი თანამდებობაა და იგი მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხიდან ამოიღეს, მაშინ, როდესაც ამ თანამდებობის არსებობას კანონი ითვალისწინებს, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობების დებულებით განსაზღვრული მათი უფლება-მოვალეობების ჩამონათვალი თავისი არსით მუდმივია და ამ თვალსაზრისით არსებითად არ განსხვავდება მუნიციპალიტეტების საშტატო ნუსხით განსაზღვრული ზოგიერთი თანამდებობების სამუშაო აღწერილობისგან.

გარდა კანონის შესაძლო დარღვევისა, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლის სამოქალაქო ხელშეკრულებაზე გადაყვანა გაზრდის მათი პოლიტიზების რისკებს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კუთხით. აქამდე ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლები დანიშნული იყვნენ საჯარო კონკურსის მეშვეობით უვადოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში მათ უმრავლესობას ატესტაციაც ჰქონდა გავლილი. შრომითი ხელშეკრულებით მათი დასაქმებისას, კი ისინი დაინიშნებიან გამარტივებული კონკურსით (რაც მხოლოდ გამგებელთან გასაუბრებას შეიძლება გულისხმობდეს), ხოლო ხელშეკრულება იქნება ვადიანი, რომლის გასვლისას მისი გათავისუფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულ ვარაუდებსა და ეჭვებს ადასტურებენ თავად გამგებლის წარმომადგენლებიც. ცვლილების განხორციელების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაუკავშირდა გამგებლის რამდენიმე წარმომადგენელი ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებიდან. მათ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებისათვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება, მათი ვარაუდით, დამოკიდებული იქნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ კონკრეტულ სოფლებში ნაჩვენებ შედეგებზე. ისინი გამოთქვამენ ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება წარმომადგენლებზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის განხორციელების მიზნით იქნება გამოყენებული. ეს პირები საჯარო საუბრისგან თავს იკავებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკა გამგებლების წარმომადგენლეთან დაკავშირებით კანონთან შეუსაბამოა. გარდა ამისა, მსგავსი ცვლილებების განხორციელება, განსაკუთრებით კი არჩევნებამდე პერიოდში, ქმნის მაღალ რისკებს იმისა, რომ გამგებლის წარმომადგენლის პოზიციის საშტატო ნუსხიდან შრომით ხელშეკრულებებზე გადაყვანა ხელისუფლების მიერ მათზე ზეწოლისა და საარჩევნო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

მივმართავთ:

• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - გადახედონ ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საკადრო პოლიტიკა მოიყვანონ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
• საჯარო სამსახურის ბიუროს - შეიმუშავოს უფრო დეტალური ინსტრუქცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.