ზუგდიდის გამგებელმა სოციალურად დაუცველებს სახლის სიმბოლური გასაღებები 4 თვით ადრე გადასცა (ვიდეო)
15:28 / 08.09.2017
ზუგდიდის მინიციპალიტეტში მცხოვრებ 27 სოციალურად დაუცველ ოჯახს
მიმდინარე წელს ადგილობრივი
ბიუჯეტის თანხებით სახლები უშენდება. მათ სიმბოლურად სპეციალურად
დამზადებული გასაღებები გამგებელმა და "ქართული ოცნებიდან" ზუგდიდის
მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მუნიციპალიტეტის 9-თვიანი მუშაობის
ანგარიშის წარდგენისას გადასცა. გამგეობის ინფორმაციით, ისინი ახალ
წელს ახალ სახლებში შეხვდებიან.
„ოჯახის 7 წევრი სხვის სახლში ვცხოვრობთ. ზუგდიდის გამგეობას
მივმართეთ, მშენებლობაზე შევიტანეთ განაცხადი. ახლა მოგვცეს 4
ოთახიანი სახლი. კმაოფილები ვართ“, - აღნიშნა ერთ-ერთი სახლის
მფლობელმა, ახალსოფლის მკვიდრმა ლელა ხუფაცარიამ.
გასულ წლებში სხვადასხვა სოფელში სოციალური სახლები 41 ოჯახს
გადაეცა.
ზუგდიდის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე
ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და რემონტს
არ ექვემდებარება, საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში უშენებს.
პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარი იყო
გამოყოფილი. პროექტი საპილოტე იყო. აღნიშნული პროგრამა სოციალურად
დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის
ნაცვლად ხორციელდება.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები