რეგიონი
ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია მოსახლეობას შეხვდა
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ თაზო ფაცაციასთან ერთად, ჩილაჩავს, ერისთავის, ბარნოვის, ესებუას და კრილოვის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.

,,ქალაქში უმთავრესი პრობლემა შიდა გზებია, რომელსაც აუცილებლად მოვაგვარებთ, თუმცა სანამ გზის დაგებას დავიწყებთ უნდა დასრულდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა. იცით რომ ჩვენ ვახორციელებთ წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტს, რომლის ღირებულებაც 88 მილიონი ლარია, სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ზუგდიდში არ იქნება ქუჩა თუ ჩიხი, სადაც ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ გვექნება. დრო, როდესაც მოსახლეობა მხოლოდ ჭის იმედად იყო და ზაფხულობით ხშირად წყლის გარეშე რჩებოდა წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ასევე ვიწყებთ წყალარინების მასშტაბურ პროექტს, რომელის ბიუჯეტიც 84 მილიონი ლარია, ამით ქალაქს სრულად მოუგვარდება წყალარინების პრობლემა. ჩვენ არ დაველოდებით ორივე სამუშაოს სრულად დამთავრებას, გავაკეთებთ გეგმას და როგორც კი დასრულდება ამა თუ იმ ქუჩაზე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის გაყვანას, დავიწყებთ ახალი გზის დაგებას" - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლოებას იმ 4 წლიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, რომელის სამოქმედო გეგმაც უკვე შემუშავებულია და დამტკიცებულია საკრებულოს მიერ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
01 / მაისი 2024
თბილისში მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია დააკავა.
01 / მაისი 2024
ზუგდიდის მერიის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.