24 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საავადმყოფოში
უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება. სამედიცინო აქცია
კორპორაცია „პრაიმედის“ ინიციატივით იმართება.
პაციენტებს თბილისიდან მოწვეული, მაღალკვალიფიციური ექიმები
მოემსახურებიან. ქირურგ-ოფთალმოლოგი მიხეილ კურტანიძე, ოფთალმოლოგები,
ალექსანდრე ჩხარტიშვილი და მირიან პარუნაშვილი
ადგილობრივებს მთელი დღის განმავლობაში მიიღებენ. გამოკვლევები
შემდეგი დაავადებების გამოვლენის მიზნით ჩატარდება: კატარაქტა,
გაუკომა, დიაბეტური რეტინოპათიები, მხედველობის სიმახვილის
განსაზღვრა, სათვალის შერჩევა და სხვ.
ადგილზე
ასევე იწარმოებს
აპარატურული კვლევები;
ნაპრალოვანი სანათით თვალის ფსკერის გამოკვლევა;
აუტოკერატორეფრაქტომეტრია;
თვალის წნევის განსაზღვრა.
სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა“ დღეიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ქვედა ზონის სოფლებში შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება
დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას
უფასო სამედიცინო კვლევებთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები