ახალი ამბები
მოქალაქეთა სურვილების გასაცნობად არასამთავრობოს შეხვედრაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი მივიდა (ვიდეო)
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაზე, სადაც მოწვეული მერობის კანდიდატებისთვის მოქალაქეთა სურვილები უნდა გაეცნოთ, მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა მივიდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხათუნა ბეჭვაიას თქმით, შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში მოსახლეობაში შეგროვებული მესიჯების მათთვის გაცნობა იყო.

„მოსახლეობა მესიჯებს უგზავნიდა კანდიდატებს, თუ როგორი მერი უნდათ. ამაზე უნდა ყოფილიყო დღეს საუბარი, თუმცა, რადგან ისინი ადგილზე არ გამოცხადნენ. ჩვენ ამ გზავნილებს საკუთარ შტაბებში მივაწვდით, რათა მომავალმა მერმა ნახოს რა სურვილები გაუგზავნა მათ წინასწაარჩევნო პერიოდში საზოგადოებამ და გაითვალისწინონ მომავალი მუშაობის პერიოდში“, - აღნიშნა ბეჭვაიამ.

შეხვედრას დომენტი (ზვიად) სიჭინავას საარჩევნო შტაბისა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგიას შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ კანდიდატების ღონისძიებას არ დასწრების მიზეზად მოუცლელობა დაასახელეს. იგივე მიზეზი უთხრეს რადიო „ათინათს“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავს შეხვედრაზე მოსაწვევად პარტიის პრესსამსახურს უნდა მიმართონ.

„როდესაც მოსაწვევი მოიტანეს შტაბში, ადგილზე არცერთი პასუხიმგებელი პირი არ იმყოფებოდა. შესაბამისად, გვიან გავიგეთ ამ შეხვედრის შესახებ, თორემ აუცილებლად მივიდოდით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბათლომე შელიამ.



შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, კამათი აზიურ ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციების თემასა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მოჰყვა. ზვიად სიჭინავას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის დავით ქანთარიას კითხვაზე, როგორ აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ უპასუხა, რომ კომეპნსაციების გაცემით საკითხი არ გადაწყდება. რაც შეეხება თვითმმართველობის რეფორმას, მუნიციპალიტეტების გაერთიანება ძლიერი თვითმმართველობის არქონას არ ნიშნავს.

შეხვედრა „თანაზიარის“ წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში გაიმართა. 




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.