რეგიონი
ლაშა გოგია სტუდენტებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია სტუდენტებს და პროფესორ- მასწავლებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების 4 წლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. მან სტუდენტებს აცნობა, რომ შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის უნივერსიტეტთსა და მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი შეკრებილებს პროექტ ეტალონის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა წარუდგინა.

„მოგესალმებით ყველაზე ენერგიულებო, ყველაზე სიცოცხლით სავსეებო, მადლობა, რომ დღეს აქ ხართ! თქვენ ხართ ადამიანები, რომელთა ხელშია ზუგდიდის მომავალი, მადლობა, რომ ასეთი ძლიერები ხართ", - ასე მიესალმა ლაშა გოგია სტუდენტებს.

მერობის კანდიდატი შეკრებილებს განათლების სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ესაუბრა.



"განათლების სისტემის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ფუნდამენტური სისტემური ცვლილებები განხორციელდა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს განათლება გამოცხადებულია პრიორიტეტულ მიმართულებად და ამ სფეროში გადადგმული თითოეული ნაბიჯი გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე.

2012 წელთან შედარებით, განათლების სფეროს ბიუჯეტი 65%-ით გაიზარდა; 70%-ით გაიზარდა უმაღლესი განათლების დაფინანსება, ხოლო 124%-ით - პროფესიული განათლების; უნივერსიტეტებში დაიწყო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება. მთელი რიგი ფაკულტეტებისა გახდა უფასო, რითაც უკვე ისარგებლა 17 000-მდე სტუდენტმა. საერთო ჯამში, სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს;

2013-2017 წლებში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაუფინანსდა კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ სტუდენტს;

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 2014-2017 წლებში 500-მდე სახელმწიფო სტიპენდია გაიცა;

რაც შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტს, ჩვენ გაქვს გამგებლის სტიპენდია წარჩინებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, ასევე გვაქვს ნიჭიერ ახალგაზრდათა ხელშეწყობის პროგრამა ეს პროგრამები უფრო დაიხვეწება და მათი ბიუჯეტი გაიზრდება. ჩვენ მომავალი წლიდან დავაფინანსებთ თქვენს სწავლას საზღვარგარეთ, მხოლოდ ერთადერთი თხოვნა გვექნება ცოდნის და გამოცდილების მიღების შემდეგ ჩვენს ქალაქს დაუბრუნდეთ და მისი განვითარებისთვის იზრუნეთ.

ჩვენ ვიზრუნებთ ახალგაზრდებზე, მათ დასაქმებაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე. ავაშენეთ უეფას სტანდარტების სტადიონი კომბინატში, წელსვე ვიწყებთ მეორე სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მოეწყობა მინი სტადიონები. ინვესტორთან მოლაპარაკებები დასრულებულია და კომბინატის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცურაო აუზს, მოეწყობა სპორტ-კომპლექსი. ჩვენ დავაფინანსებთ ნიჭიერი ახალგაზრდების იდეებს და პროექტებს, მე ვარ ახალგაზრდების ლობისტი, რადგან სწორედ თქვენგან მოდის მომავალზე ორიენტირებული პროექტები. ზუგდიდის აქვს თბილისის შემდეგ მეორე, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ტექნოპარკი, რომელიც ახალი შესაძლებლობაა ჩვენი შვილებისთვის. ტექნოპარკს აქვს ისეთი სერვისები როგორცაა სატრენინგო და სასწავლო პროგრამები, რათა რეგიონის ახალგაზრდებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია და თანამდეროვე , ყველაზე მოთხოვნად მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდნენ. ხელშეწყობის პროგრამა ასევე გულისხმობს დამწყები ბიზნესების დაფინანსებას რომელიც გასულ წლებში 100000 ლარს შეადგენდა , 2017 წლიდან კი 500000 ლარამდე გაიზარდა და სრულად წარმოდგენს სახელმწიფო გრანტს” - განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.