რეგიონი
TI: პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობის 93 % „ქართულ ოცნებაზე“ მოდის
1-ელი ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულობის 93% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხაზე. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თვითმმართველობის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას შეეხებოდა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, კვლევის დროს გამოკვეთლი დისბალანსი სამწუხარო ტენდენციაა. მისივე თქმით, საქართველოში არსებული კომპანიები ყოველთვის ლოიალური არიან მმართველი პარტიისადმი და თანხებს სწორედ მმართველ გუნდს სწირავენ.

კვლევის თანახმად, თანხის უდიდესი ნაწილი - 9 553 178 ლარი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, შემდეგ მოდის “ევროპული საქართველო” 609 969 ლარით, “ნაციონალურ მოძრაობას” 48 261 ლარი ერგო, “პატრიოტთა ალიანსს” - 28 187 ლარი, ხოლო ალექსანდრე ელისაშვილს - 20 241 ლარი, “ეროვნულმა ფორმუმმა” 19 164 ლარი მიიღო, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” - 14 991 ლარი ერგო, “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას” 12 204 ლარი შეხვდა, “ლეიბორისტულ პარტიას” - 910 ლარი, ხოლო “რესპუბლიკურ პარტიას” - 121 ლარი.

ამავე ანგარიშის თანახმად, მმართველი პარტიის შემომწირველების ნაწილი გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა.

“ყველაზე მსხვილი შემომწირველი 7 კომპანია იყო - თითოეულმა „ქართულ ოცნების” სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა 120 000 ლარი გაიღო. ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა”, შპს “LION”, „თეგეტა მოტორსი“, „დეტი“, „პარტნიორი“ და „მეეკი“. აღსანიშნავია, რომ პირველმა სამმა კომპანიამ 2016 წელს ზუსტად იმავე ოდენობის თანხები შესწირა „ქართულ ოცნებას“. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიას „ტრანსპროექტი“, რომელმაც საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 50 000 ლარი გაიღო, 2011 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ აქვს 100 000 ლარი შეწირული.

”ქართული ოცნების” 31 შემომწირველი კომპანიიდან 2017 წელს 15-მა მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები საერთო ღირებულებით დაახლოებით 2 145 022 ლარი - ამავე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში პარტიის სასარგებლოდ მთლიანობაში 1 021 793 ლარი გაიღეს. ამ მხრივ ყველაზე საინტერსოა „თეგეტა მოტორსის“ და „ცეკურის“ შემთხვევები. საანგარიშო პერიოდში „თეგეტა მოტორსმა“ როგორც იურიდიულმა პირმა მმართველ პარტიას 120 000, ხოლო ამ კომპანიის მეწილემ ზაურ ცხადაძემ დამატებით 60 000 ლარი შესწირა, სანაცვლოდ კი ამ კომპანიამ მიმდინარე წლის განმავლობაში მხოლოდ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის წესით დაახლოებით 1 500 000 ლარის საერთო ღირებულების 1 539 კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება კომპანია „ცეკურს“, მან „ქართული ოცნებისთვის“ 40 000 ლარი გაიღო და ამავე დროს 400 000 ლარის ღირებულების ერთი პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მიიღო;

რაც შეეხება შემომწირველ ფიზიკურ პირებს, 643 შემომწირველიდან 289 ადამიანი 818 იურიდიულ პირთან იყო სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებული. ამ 818 იურიდიული პირიდან 70 არის ისეთი, რომელმაც 2017 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღო;

ამ 70 კომპანიიდან 49 „ქართული ოცნების” შემომწირველ 55 ფიზიკურ პირთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულმა 55-მა ადამიანმა საანგარიშო პერიოდში მმართველ პარტიას მთლიანობაში 1 661 470 ლარი შესწირა, მათმა კომპანიებმა კი დაახლოებით 2 400 000 ლარის ღირებულების პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს;

“ქართული ოცნების” 31-მა შემომწირველმა იურიდიულმა პირმა და 49 კომპანიამ, რომლებიც შემომწირველ ფიზიკურ პირებთან იყვენენ დაკავშირებული მთლიანობაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 3 705 523 ლარი გაიღო”, - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის დღეებს 18:00 საათზე აღნიშნავენ და ამასთან, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ "აგენტების"
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.