რეგიონი
ზუგდიდის ერთ-ერთი უბნის კომისიის წევრებმა ხმები დამოუკიდებლად ვერ დათვალეს (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ კახათის #50-ე უბანში კომისიის წევრები, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები განეხორციელებინათ, თუმცა უშედეგოდ.

შესაბამისი პრცედურის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ადგილზე ცესკო-ს წარმომადგენელი მივიდა. მან უბნის კომისიის წევრებს ადგილზე ასწავლა, თუ როგორ უნდა დაეთვალათ გაცემული და გაფუჭებული ბიულეტენები და როგორ უნდა შეედგინათ ტოლობა ამომრჩევლების ხელმომწერების რაოდენობასთან.

აღნიშნულ უბანზე მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მოიგო. მან სულ რეგისტრირებული 418 ამომრჩეველიდან 195 ხმა მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან კონჯარიამ - 91, დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ კი 73, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ - 40, ხოლო „პარტიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ -1.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.