ახალი ამბები
არჩევნების შეფასება და რეალობა - დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა არჩევნები შეაფასა და თვითმმართველობის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი შესაფებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კანონის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა, თუმცა, საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგი რეალურად გამოხატავს იმ ადამიანების ნებას, რომლებმაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს.

„იყო ადმინისტრაციული რესურებისა და ცესკოს მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევეის ფაქტები. ვფიქრობ არჩევნები უფრო მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ და დროა თავი დავანებოთ იმას თუ რა ხდებოდა არჩევნებზე ყოფილი ხელისუფლების პირობებში. ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტანდარტებთან“, - აღნიშნა მან.

მელაშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველი თემების მთავარი გამოწვევა მწირი ფინანსური რესურსებია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამატებითი შემოსავლების მოძიებაზე თავად უნდა იზრუნოს.

„მუნიციპალიტეტები უნდა იყვნენ უფრო აქტიურები, რომ ქონება და მიწის ნაკვეთები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს ბალანსზეა, იყოს მუნიციპალური საკუთრება, რათა გადასახადები ადგილობრივ ბიუჯეტზე აისახოს“, - აღნიშნა მელაშვილმა.

გარდა ამისა, ექსპერტმა საკრებულოს უფლებამოსილებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წარმომადგენლობით ორგანომ ფინანსები ობიექტურად უნდა გადაანაწილოს, რათა ქალაქსა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს თანაბარი პირობები ჰქონდეს.

“მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს საზოგადოებრივი კონტროლი, რათა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს როგორც ქალაქის, ისე სოფლების ინტერესები“, - თქვა მელაშვილმა.



დისკუსიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი ღურწკაიას თქმით, თვითთმართველობის გაძლიერება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის და არც ფინანსური დეცენტრალიზაცია ხდება.

„რაც შეეხება არჩევნებს, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა და ძირითადი მიზეზი მათი გამარჯვების სწორედ ეს იყო“, - აღნიშნა ღურწკაიამ.

საკრებულოს წევრის მმართველი პარტიიდან ირაკლი ლაგვილავას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეებმა საკუთარი ნების გამოხატვა შეძლეს. „რა თქმა უნდა, პრობლემები არის, რომელსაც არავინ გაურბის და აუცილებლად მოგვარდება, დახვეწება საარჩევნო გარემო“, - თქვა ლაგვილავამ.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის საარჩევნო მედიაცენტრის ფარგლებში გაიმართა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
08 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის თეატრში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და აქტივისტები საპროტესტო ტრანსპარანტებით მივიდნენ და სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.