რეგიონი
ანაკლიაში მეთხილეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს (ვიდეო)
ანაკლიაში თხილის ფორუმი გაიმართა, სადაც ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებულ გამოწვევბზე ისაუბრეს. ღონისძიების მიზანი იყო ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიღწევებს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ასევე სამომავლო გეგმებს, რომლებიც უკავშირდება თხილის დარგში არსებულ გამოწვევებს.



ფორუმი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო. მას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მალანია, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხეისუფლების წარმოამდგენლები დაესწრენენ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, ფინანსური ინსტიტუტები და სადაზღვეო კომპანიები.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის II კონფერენციის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), თხილის მწარმოებელი იტალიური კომპანია ფერეროსა (Ferrero) და ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CNFA-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP).

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.