სამეგრელო-ზემო სვანეთის 251 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა (ვიდეო)
18:18 / 22.11.2017
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში სამეგრელოს
მუნიციპალიტეტების წარჩინებულ
მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. ლეპტოპები იმ
მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9
კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა,
იმაში რომ მიმეღო ჩემი პირველი კომპიუტერი, მადლობა რომ ჩვენი შრომა
დაფასდა დღეს და ვარ ძალიან ბედნიერი" - თქვა პირველი საჯარო სკოლის
მოსწავლემ თეკლე პეტრიდისმა.
სამეგრელოდან სულ 251 ათოსანი დაჯილდოვდა. აქედან 56 ზუგდიდის
სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან, 10 - მესტია, 12 - ფოთი, 7 - აბაშა, 36
მარტვილი, 32 - სენაკი, 33 - ხობი, 31 - ჩხოროწუ და 34 -
წალენჯიხა.
"სტატისტიკას თუ გადავხედავთ წლიდან წლამდე იზრდება ასეთი
მოსწავლეების რაოდენობა, შარშან თუ გვყავდა საქართველოს მასშტაბით
2470 წარჩინებული მოსწავლე, წელს მათი რიცხვი უკვე 2557-ია" - აღნიშნა
საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
წარმომადგენელმა ლელა სიმონიამ.
დაჯილდოების ცერემონიალს საგანმანათლებლო რესურსცენტრების
წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება და წარმატებული
მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი "ჩემი პირველი კომპიუტერი" 2009
წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახორციელებს და მისი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების
მეთოდების გაძლიერებაა.
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები