ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის „სპორტის განვითარების ცენტრის“
სპორტული სკოლის კარატისტი 14 წლის საბა მანია სოჭში დაგეგმილ
ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. მან თბილისში ჩატარებულ
ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე კარატე დო-ში( WKF)
წარმატებით იასპარეზა და რუსეთში გასამგზავრებელი საკმარისი ქულა
დააგროვა.
ცენტრის დირექტორის დავით კვაშილავას თქმით,
მანია მეზობელ ქვეყანაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე
მწვრთნელთან ერთად გაემგზავრება.
„საბა ერთადერთია, ვინც ზუგდიდიდან მიემგზავრება“, -აღნიშნა
კვაშილავამ.
ევროპის ჩემპიონატი სოჭში 2018 წლის 3-5 თებერვალს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები