ჭუბერში აქციის მონაწილეები მესტიის მერს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
17:58 / 27.11.2017
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში საპროტესტო აქცია ფიზიკურ
შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ადგილობრივი მოსახლეობა მერისგან კონკრეტულ თარიღს ითხოვდა, თუ როდის
დაიწყება გზის რეაბილიტაცია და ელექტრობოძების გამოცვლის სამუშაოები.
აქციის მონაწილეები მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს
დაუპირისპირდნენ.
"კონკრეტულ თარიღის დასახელებას ითხოვენ, რასაც დღეს ვერ ვიტყვი,
რადგან ჯერ უნდა მოხდეს ენერგო- პროსთან შეხვედრა და მოლაპარაკება" -
აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
აქციის მონაწილეებს გზის მთავარი მაგისტრალი ამდრომდე გადაკეტილი
აქვთ, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე პოლიციის რამდენიმე
ეკიპაჟია მობილიზებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები