სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის
მუნიციპალიტეტების მერებს და მათ მოადგილეებს შეხვდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულს მერებმა
მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე,
რომელსაც გუბერნატორის მოადგილე და რეგიონული პროექტების
კოორდინირების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ, ასევე 2018 წელს
დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მომავალ წელს პრიორიტეტულ
მიმართულებებად საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების და
წყალარინების ქსელების მშენებლობა და ტურისტული ობიექტების
კეთილმოწყობა დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები