ახალი ამბები
მესტია - ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა (ვიდეო,ფოტო)
მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ასევე,  მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი დაესწრნენ და დღევანდელი დღე ადგილობრივებსა და კურორტების სტუმრებს მიულოცეს.  მათ აღნიშნეს, რომ უმაღლესი ხარისხის საბაგირო მესტიასა და ჰაწვალს ერთმანეთთან, დაახლოებით, 5 წუთში აკავშირებს.

„ჩვენი ქვეყნის განვითარება იწყება მთიდან. მე მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე და მადლობა ვუთხრა ჩვენს ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზამთრის კურორტების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.



ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. საბაგირო ღია სავარძლის ტიპისაა და 6 კაციანია, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის მიერ არის წარმოებული და მისი სიგრძე 1200 მეტრია.

მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის ერთმანეთთან მთას და ცენტრს დააკავშირებს.



ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

სვანეთში ჰაწვალსა და თეთნულდზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 17 დეკემბერს გაიხსნა.



ფოტო, ვიდეო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 

ამავე თემაზე:

ჰაწვალსა და თეთნულდზე ზამთრის ტურისტული კურორტი გაიხსნა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.