რეგიონი
აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ „ინტერრაო“ კომპენსაციას მიიღებს
რუსეთის სახელმწიფო ჰოლდინგ „ინტერრაოს“ აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ, ბიუჯეტიდან 772 მილიონი რუბლი დაერიცხება. შესაბამის დადგენილებას ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი. 

ენგურჰესის გაჩერებასთან დაკავშირებით, „ინტერრაომ“ აფხაზეთს ელექტროენერგია 2016 წლის თებერვალ - მარტში და 2017 წლის აპრილში მიაწოდა.

აფხაზი ენერგეტიკოსები თვლიან, რომ მაგისტრალური და მაღალი ძაბვის ხაზებზე დატვირთვის ყოველწლიურად ზრდის გამო აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის საკმარისი რაოდენობის მიწოდება გართულდება.

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის ასლან ბასარიას განცხადებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 9% - ით იზრდება. ზამთრის პერიოდში ჰიდროგენერაციის გამომუშავება კი მინიმალურია, ამიტომ, ენგურჰესიდან მოწოდებული ელქტროენერგია სამყოფი არ იქნება.

"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ელექტროენერგიას რუსეთი მოგვაწვდის, ამ თვის 15 რიცხვიდან ენგურჰესი შეჩერდება, ხოლო, სამ კვირაში, ჩვენი გენერაცია ჩაირთვება, თუმცა, წყლის რაოდენობა მაინც არ არის საკმარისი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა რუსეთთან ვთხოვთ, რომ 2 თვის განმავლობაში მათგან გადმოვქაჩოთ ელექტროენერგია", - განაცხადა მან მიმიდინარე წლის თებერვალში. 

აფხაზურმა, რუსულმა და ქართულმა მხარებმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე ენგურჰესში სარემონტო სამუშაოების პერიოდში, რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდებაზე იმსჯელეს. მოლაპარაკებების შედეგების მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, რუსეთი აფხაზეთს 350 - დან 500 მილიონამდე რუბლის ოდენობის ელექტროენერგიას მიაწვდიდა.

ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ მაშინ განაცხადა, რომ „ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის იმპორტს არ განახორციელებს, ან მის მოხმარებას არ შეზღუდავს, რეგიონი, შესაძლოა, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს“.

ენგურჰესის ობიექტების ფუნქციონირების საკითხებს აფხაზური და ქართული მხარეები ერთობლივად და შეთანხმებულად ახორციელებენ. 1992 წელს მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს საქართველო მოიხმარს, 40%-ს - აფხაზეთი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.